უოლე შოინკას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია მისი ბავშვობისდროინდელი მოგონებების საფუძველზე შექმნილი რომანი აკე – ბავშვობის წლები. მოქმედება ვითარდება კოლონიური აფრიკის დასავლეთით მდებარე ქალაქ აბეოკუტას ახლოს, სოფელ აკეში. მწერალი დიდი ოსტატობითა და ერთგვარი ნოსტალგიით გადმოსცემს მხატვრულ ეპიზოდებად აკინძულ, სიყრმის ასაკიდან გამოხმობილ მოგონებებს.

