სახელმძღვანელო წარმოადგენს ქეისების კრებულს სახელმწიფო მართვისა და ტერორიზმის აქტუალურ საკითხებზე. მასში წარმოდგენილია 40 ქეისი. თითოეულ მათგანს თან ერთვის შესაბამისი თეორიული მასალა (ძირითადად გამოჩენილ პიროვნებათა მოკლე ბიოგრაფიები, ცნობები საერთაშორისო და ტერორისტული ორგანიზაციების დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ), სარწმუნო წყაროებიდან მოტანილი ფაქტები და ციტატები, რაც მკითხველს გაუიოლებს პრობლემის აღქმას და სტუდენტებს შესაბამისი დავალებების შესრულებას.

