ციფრული ბიბლიოთეკა

თემურ იაკობაშვილი

1967 -

ავტორის შესახებ

თემურ იაკობაშვილი ( დ. 3 სექტემბერი, 1967 ) – დიპლომატი, პოლიტოლოგი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი; ოქსფორდის (ინგლისი) უნივერსიტეტის დიპლომატიისა და ჰარვარდის (აშშ) უნივერსიტეტის უსაფრთხოების სპეციალიზებული კურსები; იელის (აშშ) უნივერსიტეტის მსოფლიო ლიდერთა პროგრამის სტიპენდიანტი. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე: ამერიკის, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპატრამენტის დირექტორად. 1999 წელს დააარსა კავკასიაში უმსხვილესი ანალიტიკური ცენტრი-სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, რომლის ვიცე-პრეზიდენტი იყო 2008 წლამდე. 2008-2010წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში. 2011-2013წწ. იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.